კევინ-პრინს ბოატენგი: გერმანელმა ფეხბურთელებმა ბალაკის დამტვრევისთვის მადლობა გადამიხადეს!

AutoSharing Option

განისა და გერმანიის ნაკრების მატჩმა (0:1) მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ კევინ-პრინს ბოატენგის გარშემო ატეხილი სკანდალი გრძელდება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ფეხბურთელი, რომელმაც მუნდიალის დაწყებამდე გერმანიის ნაკრების კაპიტანი მიხაელ ბალაკი დაამტვრია და რომლის ძმა ჟერომ ბოატენგი გერმანიის ღირსებას იცავს, არ ჩუმდება.
"შპორტ ბილდის" უახლეს ნომერში კევინ-პრინსის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც განის ნაკრების ფეხურთელი ასეთ რამეს ამბობს: "ბევრმა არ იცის, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ გერმანიის ნაკრების ძალიან ბევრმა ქომაგმა და ფეხბურთელებმაც კი, მადლობა გადამიხადეს იმისათვის, რომ ბუნდესგუნდი ბალაკისგან გავათავისუფლე. ისინი მეუბნებოდნენ,
გერმანიის ნაკრები ბალაკის გარეშე გაცილებით ძლიერი იქნებაო!"
ბოატენგი აგრძელებს: "რატომ არავის გაუკვირდა ის, რომ ბალაკის ტრავმის შემდეგ, ახალმა კაპიტანმა ფილიპ ლამმა თქვა, ეს გერმანიის ყველა დროის საუკეთესო ნაკრებიაო. თუ დამიჯერებთ, ბუნდესგუნდის რამდენიმე ფეხბურთელმა დამირეკა და მადლობა მითხრა ბალაკის დამტვრევისთვის. როგორც ჩანს, გერმანიის ნაკრებში არაჯანსაღი სიტუაცია იყო. სხვას რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ ფეხბურთელებს კაპიტნისა და უმთავრესი ლიდეროს ტრავმა გაუხარდათ?"
გერმანელი ფეხბურთელები ბოატენგის განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებენ. საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა თეო ცვანციგერმა კი აღნიშნა, რომ გაბრაზებული ფეხბურთელის ასეთ გამოხტომებს ყურადღება არავინ უნდა მიაქციოს. "მიხაელ ბალაკი უდიდესი ფეხბურთელი და შესანიშნავი პიროვნებაა და დარწმუნებული ვარ, რომ მას ყველა ფეხბურთელი აფასებს," - თქვა ცვანციგერმა. გერმანიის ნაკრების მენეჯერ ოლივერ ბირჰოფის აზრით, კევინ-პრინს ბოატენგს ასეთი განცხადებებით ბუნდესგუნდში სიტუაციის არევა სურს.
გოტფრიდ ლენცი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული