რა სჭირს შვაინშტაიგერს?

AutoSharing Option
განის ნაკრების დამარცხების (1:0) შემდეგ გერმანიის მთავარმა გუნდმა მერვედფინალში გააღწია, სადაც პრინციპული დაპირისპირება ექნება ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან. 1966 წლის მუნდიალის ცნობილი მოვლენებიდან მოყოლებული, გერმანიისა და ინგლისის ნაკრებთა თითოეულ მატჩს განსაკუთრებული მოტივაცია და ხიბლი ახლავს თან. ასე იქნება საკვირაო მატჩშიც...

თუმცა ოთხშაბათ საღამოს იოაჰიმ ლიოვი ბოლომდე ბედნიერი ვერ იქნებოდა. ბუნდესგუნდის საკვანძო მოთამაშე ბასტიან შვაინშტაიგერმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. "ბაიერნის" 25 წლის ნახევარმცველმა მარცხენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა და ახლა კითხვის ნიშნის ქვეშაა, ითამაშებს თუ არა ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ.

ჟურნალისტებმა შვაინშტაიგერის ამბავი
ლიოვის ასისტენტ ჰანსი ფლიკს ჰკითხეს. "ექიმები დროს ითხოვენ, მაგრამ მერვედფინალამდე ეს დრო სულ უფრო ნაკლები რჩება. ვნახოთ, იმედი გვაქვს, შვაინშტაიგერი გამოჯანმრთელდება და ითამაშებს. ის ძალზე საჭირო ფეხბურთელია", - ბრძანა ფლიკმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული