59 წლის სპეციალისტმა მილანურ კლუბთან კონტრაქტი 2013 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
კლაუდიო რანიერიმ ჯანპიერო გასპერინი შეცვალა, რომელიც ბოლო შეხვედრის შემდეგ დაითხოვეს.
გასპერინის თავკაცობით "ინტერმა" ხუთი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ვერც ერთი ვერ მოიგო. "ინტერმა" იტალიის სუპერთასის შეხვედრაში "მილანთან" წააგო, ხოლო იტალიის ჩემპიონატში "პალერმოსთან" და "ნოვარასთან" დამარცხდა. ჩემპიონთა ლიგაში კი იტალიელებმა თურქულ "ტრაბზონსფორთან" წააგეს.
მომზადებულია inter.it-ის მიხედვით