ფილიპო ინძაგიმ თავის მეგობარ ქალს ხელი სთხოვა

AutoSharing Option
"მილანის" ფეხბურთელი, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ფილიპო ინძაგი მარტში თავის მეგობარ ქალს, მოდელსა და ტელემწაყვან ალესია ვენტურას დაშორდა. გაყრის მიზეზი, როგორც ამბობდნენ, ფეხბურთელის ღალატი გახდა, ამასთან, არა - პირველი.

Sportall.Ge

საუბარი იყო ფეხბურთელის ყოფილ სატრფო-მარიკა ფრუშოზე, რომელიც აღიარებდა, რომ პიპო მას ყურადღებას განშორების შემდეგაც აქცევდა.

და მაინც, დაშორებიდან ნახევარი წლის შემდეგ, ინძაგიმ ალისიას ხელი და გული სთხოვა. გოგონამ პიპოს დანაშაული აპატია და მასთან ერთად ბალეარის კუნძულებზე რომანტიკულ მოგზაურობაში გაემგზავრა.ინძაგიმ სწორედ იქ სთხოვა ქალს ხელი .

Sportall.Ge

ვენტურას პასუხი ჯერეჯრობით საზოგადოებისთვის უცნობია, თუმცა
ზოგიერთები იუწყებიან, რომ ის თანახმაა ურთიერთობა გაამყაროს ფილიპოსთან, რომელსაც უკვე სამ წელზე მეტია ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული