მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი და წარსულში "ბარსელონას" ფეხბურთელი ხრისტოს სტოიჩკოვი 2012 წლის იანვრიდან კიევის "დინამოს" გენერალური დირექტორი გახდება. სტოიჩკოვი ამ პოსტზე რეზო ჭოხონელიძეს შეცვლის.
საქმე ისაა, რომ ჭოხონელიძეს "დინამოსთან" კონტრაქტის ვადა ეწურება. როგორც გაირკვა მხარეები ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებენ, ხოლო თავად რეზოს იტალიაში დაბრუნება სურს. მომზადებულია profinews.com.ua-ს მიხედვით
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.