"ეს სერია A-ს ორი ყველაზე მტკიცე დაცვითი ხაზის დაპირისპირება იყო და ჩემმა გუნდმაც სიმტკიცე გამოავლინა. უდინეში ჩასვლა და თავისი პირობების კარნახი ყველა გუნდს არ შეუძლია, ჩვენ კი ეს მოვახერხეთ. ამასთან , არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გასულ სეზონში "უდინეზე" ჩვენზე მაღლა იყო.
პეპეს და მატრის თამაშით კმაყოფილი ვარ, ისინი კარგად მოძრაობდნენ და უბურთოდ ხეირიანად თამაშობდნენ. "უდინეზე" გამოწვლილვით შევისწავლეთ, მაგრამ "უდინეზეც" მომზადებული იყო "იუვენტუსთან" მატჩისთვის. დავამტკიცეთ,