ბლატერმა სარკოზის შეუტია

AutoSharing Option
იოზეფ ბლატერმა უკმაყოფილება გამოთქვა ფრანგული ფეხბურთის საქმეებში ხელისუფლების ჩარევით და ღიად განაცხადა, თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდება, უმკაცრესი ზომების მიღებასაც არ გამოვრიცხავო. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მკაცრად გააკრიტიკა.

"ნაკრების კრიტიკასთან დაკავშირებით ნიკოლა სარკოზის მოკლე და მკაფიო შეტყობინებას ვუგზავნი. ფიფა ხელისუფლების ფეხბურთში მცირე ჩარევასაც კი არ დატოვებს უყურადღებოდ, თუნდაც ეს ქვეყნის პრეზიდენტისგან მოდიოდეს. ყველას შევახსენებ, რომ ფეხბურთის ფედერაციის საქმეში მთავრობის ჩარევა დისკვალიფიკაციით ისჯება. დისკვალიფიკაცია შეეხება როგორც ქვეყნის ნაკრებებს, ასევე კლუბებს", - განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა.

ბლატერის უკმაყოფილება მხოლოდ სარკოზის
განცხადებას არ გამოუწვევია. როგორც იცით, სამუნდიალო ფიასკოს გამო საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი ჟან-პიერ ესკალეტმა დატოვა, რის თაობაზეც ქვეყნის სპორტის მინისტრმა როსელინ ბეშელომ განაცხადა, რომ ეს ფაქტი გარდაუვალი იყო.

ბოლო წლებში ფიფას არც ერთი ევროპული ფედერაცია არ დაუსჯია, მაგრამ ამის რეალური საშიშროება რამდენიმეჯერ არსებობდა. კერძოდ, ფეხბურთის მიმართ მთავრობის ზედმეტი "მზრუნველობის" გამო, დისკვალიფიკაციას გადაურჩნენ ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი და პოლონეთი.

ლევან ჯანეზაშვილი


მკითხველის კომენტარები / 6 /
საჩემოა.რადგანაც ძუძუნაკლული ვარ.
guruli
10:51 16-02-2018
0
ეეეს ქალი ელამია
0

სიახლეები პოპულარული