პოდოლსკი და იოზილი ითამაშებენ!

AutoSharing Option

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა ლუკას პოდოლსკიმ და მესუთ იოზილმა ხუთშაბათს ვერ ივარჯიშეს. გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური განცხადებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ სიფრთხილის გამო გადადგმული ნაბიჯი იყო. ბუნდესგუნდის ექიმების განცხადებით, პოდოლსკი და იოზილი ხვალ, არგენტინის ნაკრებთან მეოთხედფინალურ შეხვედრაში აუცილებლად იასპარეზებენ. მენეჯერ ოლივერ ბირჰოფის თქმით, პოდოლსკის კუნთი ჰქონდა დაჭიმული და პრობლემა უკვე აღმოფხვრილია.
სამაგიეროდ, დიდად საეჭვოა თავდამსხმელ კაკაუს ასპარეზობა, რომელიც ძირიტად შემადგენლობაში ისედაც არ განიხლება, მაგრამ მიროსლავ კლოზეს პირველი ალტერნატივაა. ბირჰოფის თქმით, დიდი შანსია, რომ კაკაუ ხვალ განაცხადში არ იყოს. კლოზე კი, ხვალ
თავის მეასე სანაკრებო მატჩს გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული