კლარენს ზეედორფი: შესაძლოა "მილანში" დავრჩე

AutoSharing Option
36 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი კლარენს ზეედორფი "მილანთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ გამორიცხავს.

სეზონის ბოლოს "მილანი" ბევრმა მოთამაშემ დატოვა, რომლებიც ბოლო წლებში კლუბის სახეს წარმოადგენდნენ. გატუზოსთან, ნესტასა და ინძაგისთან ერთად "მილანს" შესაძლოა კლარენს ზეედორფიც გამოეთხოვოს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მას ჯერ კიდევ არ მიუღია.

"ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია, რას ვიზამ მომავალში, მაგრამ თამაშს აუცილებლად გავაგრძელებ.

ჯერ არ ვიცი, სად ვითამაშებ, მაგრამ შესაძლოა, "მილანშიც" დავრჩე", - განაცხადა ზეედორფმა.

მომზადებულია Sky Sport Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული