რიო ფერდინანდი: 80 ათასი ფუნტი სტერლინგი საცვალზე რეკლამის გამო? ასეთი ჯარიმები რასიზმის გამოვლინებებზე არ არის

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა რიო ფერდინანდმა დანიის ნაკრების თავდამსხმელის, ნიკლას ბენდტნერის უეფასგან დაჯარიმებაზე ისაუბრა. ბენდტნერი საცვალზე რეკლამის განთავსების გამო დააჯარიმეს და ერთ საერთაშორისო მატჩში დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

"უეფა ამას სერიოზულად აკეთებს? ბენდტნერს 80 ათასი ფუნტი სტერლინგის გადახდა მოუწევს საცვალზე რეკლამის განთავსების გამო? რასიზმის გამო ჯარიმები, ერთად აღებული, ვერ აღწევს ამ თანხას!

ამის დაჯერება მიჭირს. პლატინი უდიდესი მოთამაშე იყო, მაგრამ ახლა ის და მისი კოლეგები ასეთი საქციელით საზოგადოებას საკუთარი თავის წინააღმდეგ განაწყობენ", - დაწერა რიო ფერდინანდმა "ტვიტერში".

ასევე იხილეთ:
ნიკლას ბენდტნერს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია
არგუნეს და 100 ათასი ევროთი დააჯარიმეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული