"რა თქმა უნდა, ძალიან საწყენია, რაც მოხდა. ნამდვილად არ ველოდით, თუ ასე განვითარდებოდა მოვლენები. ჩვენ ვმუშაობდით იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი გვქონოდა, მაგრამ ვიცოდით, რომ მძიმე მატჩი იქნებოდა. კარგი პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარი ძალიან ცუდი იყო.
00:58 03-07-2010
დუნგა წავიდა
AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ ბრაზილიის ეროვნული გუნდი, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფავორიტი იყო, შინ ბრუნდება. ნათელია, რომ ახლა ჯოხი მთავარ მწვრთნელზე გადატყდება, რაც მთელი რიგი საკამათო გადაწყვეტილების (ძირითადად ეს სამუნდიალო შემადგენლობას ეხება) გამო სრულიად ბუნებრივია. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "პენტაკამპეონთა" მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ ეს თქვა:
"რა თქმა უნდა, ძალიან საწყენია, რაც მოხდა. ნამდვილად არ ველოდით, თუ ასე განვითარდებოდა მოვლენები. ჩვენ ვმუშაობდით იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი გვქონოდა, მაგრამ ვიცოდით, რომ მძიმე მატჩი იქნებოდა. კარგი პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარი ძალიან ცუდი იყო.
ვერ შევძელით პირველ ტაიმში აღებული ტემპისა და თამაშის მართვის სადავეების შენარჩუნება. თან 10 ფეხბურთელით მუნდიალის მეოთხედფინალში თამაში ძალიან ძნელია... მაგრამ ეს არ არის გასამართლებელი არგუმენტი. მე ვარ მწვრთნელი ამ გუნდის და ვიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა. ჩემი კონტრაქტის ვადა უკვე ამოიწურა და შემიძლია ვთქვა, რომ არ ვაპირებ მის გაგრძელებას. ამაყი ვარ, ეროვნული გუნდის გაძღოლა რომ მანდეს".
"რა თქმა უნდა, ძალიან საწყენია, რაც მოხდა. ნამდვილად არ ველოდით, თუ ასე განვითარდებოდა მოვლენები. ჩვენ ვმუშაობდით იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი გვქონოდა, მაგრამ ვიცოდით, რომ მძიმე მატჩი იქნებოდა. კარგი პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარი ძალიან ცუდი იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული