პოლონეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვალდემარ ფორნალიკია

AutoSharing Option
ევრო 2012-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანტიშეკ სმუდამ პირდაპირ განაცხადა, რომ ეროვნული გუნდიდან დაუყოვნებლივ მიდიოდა.

ფედერაციამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, "თეთრ-წითლების" ახალ თავკაცად ვალდემარ ფორნალიკი დანიშნა.

განიხილებოდა ასევე ეჟი ენგელისა და იაცეკ ზელინსკის კანდიდატურები. ფორნალიკმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა. მას 14 ადამიანიდან 11-მა დაუჭირა მხარი. სამმა ხმა ზელინსკის მისცა, ნაკრების ყოფილი თავკაცი ენგელი კი მშრალზე დარჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული