ითამაშებს დღეს მესი?

AutoSharing Option
ითამაშებს "ალბისელესტეს" ლიდერი დღევანდელ მატჩში? ეს არის კითხვა, რომელიც დიეგო მარადონას აწუხებს. ნუთუ ასე სერიოზულადაა საქმე? - უთუოდ შეწუხდებოდნენ (რბილად რომ ვთქვათ) არგენტინის ნაკრების ფანებიც. საქმე ის არის, რომ ლეო გაცივდა და პარასკევს ვერ ივარჯიშა. ცხადია, გუშინდელ პრესკონფერენციაზე მარადონამ პირველ რიგში ამის თაობაზე ისაუბრა:

"ფიქრადაც კი არ გამივლია, რომ მესი ვერ ითამაშებს, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მის გამო მაინც ვწუხვარ. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. გუნდის ძირითად შემადგნელობას არ შევცვლი. ყველას პატივს ვცემ, მაგრამ კრიტიკის არ მეშინია".
რაც შეეხება კონკრეტულად გერმანიასთან
დაპირისპირებას, ამაზე დიეგო ამბობს: "გული კარგს მიგრძნობს. მე ვფიქრობ, გერმანიასთან დიდ ფეხბურთს ვითამაშებთ და ნახევარფინალში გავალთ".

შემდეგი კითხვა ეხებოდა სამსაჯო შეცდომებს - არის თუ არა არგენტინა-გერმანია დაზღვეული ამგვარი შეცდომებისგან? აი, რას ფიქრობს დიეგო: "არ დაგავიწყდეთ, რომ 1966 წელს ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო გოლით, რომელიც არ უნდა ჩათვლილიყო. სხვათა შორის, ესპანეთი-პორტუგალიის მატჩის არბიტრი (დიეგოს თანამემამულე ექტორ ბალდასი - რედ) საშინელი იყო. ტექნოლოგიების გარეშე, ჩვენ არანაირად არ ვართ დაზღვეულები იმისგან, რაც გერმანია-ინგლისის მატჩში მოხდა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული