სუარესი ფინალში ითამაშებს, თუ...

AutoSharing Option

გუშინ ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა ურუგვაის ნაკრების ფორვარდ ლუის სუარესის საქმე და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აკმარა.

შეგახსენებთ, რომ "აიაქსის" თავდასხმელმა განასთან პარასკევის მეოთხედფინალური მატჩის დამატებით დროში, მთლად ბოლო წუთზე, კარის ხაზიდან ხელით გამოიტანა ბურთი. წესის დარღვევა აშკარა იყო და არბიტრმაც უმალ წითელი აუნთო სუარესს, ურუგვაი კი პენალტით დასაჯა...

საბოლოო ჯამში, სუარესმა თავისი გუნდი გადაარჩინა - ასამოა გიანმა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა, მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში კი სამხრეთამერიკულმა ნაკრებმა გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

"ეს ჩვენთვის მსოფლიო თასის დასასრული იქნებოდა, მე უბრალოდ სხვა არჩევანი არ
მქონდა. ასე რომ, მეც "ღმერთის ხელი" მაქვს", - თქვა სუარესმა მატჩის შემდგომ და ხალხს ის მატჩი (1986 წლის მუნდიალის მეოთხედფინალი) გაახსენა, როცა დიეგო მარადონამ ინგლისის ნაკრების კარში გოლი ხელით გაიტანა.

ფიფა განიხილავდა შესაძლებლობას, რომ სუარესი 2 მატჩით დაესაჯა. აი, რა განცხადება გააკეთა ორგანიზაციის პრესსპიკერმა პეკა ოდრისოლამ:

"ყოველი წითელი ბარათისთვის, ყოველი ავტომატური გაძევებისთვის გათვალისწინებულია ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია. თუმცა ფიფას აქვს უფლება, ნებისმიერ ასეთ წითელ ბარათზე სპეციალური განხილვა მოაწყოს და სხვა გადაწყვეტილება მიიღოს".

მოკლედ, ასეა - სუარესი გამოტოვებს ჰოლანდიასთან ნახევარფინალურ მატჩს, ხოლო მისი გუნდის წარმატების შემთხვევაში, ფინალში თამაშის უფლება ექნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული