კაპელოს ჰოლტბი გულზე არ ეხატება

AutoSharing Option
ლუის ჰოლტბიმ ფაბიო კაპელოს და ინგლისის ნაკრებს ფაქტობრივად თავი შესთავაზა, თუმცა როგორც ეტყობა იტალიელი გერმანიის 21 წლამდელთა გუნდის კაპიტანს მოწყალე თვალით არ უყურებს. არადა, ჰოლტბის შეუძლია ითამაშოს როგორც ინგლისის ასევე გერმანიის ნაკრებში. საქმე ის გახლავთ, რომ მამამისი სამხედროა, რომელიც გერმანიაში მსახურობდა და ვაჟიც იქ შეეძინა. თავად ჰოლტბიმ გასულ უქმეებზე საჯაროდ გამოაცხადა, რომ გერმანიის ნაკრებში უნდა თამაში, მაგრამ სამშაბათს სულ სხვა ინტერვიუ მისცა და დიდი კამათის მიზეზიც გახდა.
რადიო ტალკშPOღთ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე, რას იტყვით, კაპელომ თქვენი ინგლისის ნაკრებში თამაშის საკითხი რომ წამოჭრასო,
"მაინცის" გარემარბმა უპასუხა:
"წინადადებას აშკარად დიდი ინტერესით მოვუსმენ. ამ თემაზე ლაპარაკს წინ ვერაფერი დაუდგება. ჩემი გულის ნახევარი ინგლისს ეკუთვნის ნახევარი კი გერმანიას. მე ორივე ქვეყანა მიყვარს და როგორც ერთის ასევე მეორის შემადგენლობაში თამაში დიდ პატივად მიმაჩნია. უდიდეს პატივს ვცემ ისეთ დიდ ადამიანს როგორიც ფაბიო კაპელოა. ის ხომ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა".
ჰოლტბის სიტყვები ინგლისურმა პრესამ დიჯერა. "დეილი მეილმა", მაგალითად, დაწერა, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა მართალიც იყოს, მაგრამ, იმავდროულად, ყურადღება ფეხბურთის ასოციაციის რეაქციაზე გაამახვილა. ჰოლტბის ნათქვამზე ლონდონში ყურიც არ შეიბერტყეს.
ვერ გეტყვით, ასე ძალიან საკითხი პრესამ გაამწვავა თუ ისედაც მწვავედ იდგა, მაგრამ დაიწერა, რომ შესაძლოა ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდეს: თუ გერმანიის ნაკრები ჰოლტბის 8 ოქტომბერს თურქეთთან სათამაშოდ გამოიძახებს და გარემარბიც დათანხმდება, მაშინ კაპელოსთვის თითზე კბენანი უკვე გვიან იქნება. ინგლისს ხომ 12 ოქტომბრამდე არ აქვს თამაში.
აქ, ორი საკითხია. ერთი ის, რომ ეს ფეხბურთელი ოუენ ჰარგრივზისგან განსხვავებით (რომელიც ასევე გერმანულ-ინგლისური გავლენის ფეხბურთელია) გერმანული სკოლის აღზრდილია და ყველა ასაკობრივი დონე და ნაკრები სწორედ ამ ქვეყანაში აქვს გავლილი და მეორე, კაპელომ და მისმა შტაბმა ჰოლტბის თამაშის ჩანაწერები ნახეს და...
ამბობენ, რომ შეიძლება კიდევ ერთმა მომენტმა წამოჰყოს თავი: მიუხედავად იმისა თუ რა თქვა სამშაბათს, ჰოლტბი გაცილებით მეტად გერმანელია ვიდრე ინგლისელი და ის ამას თავადაც მალე მიხვდება. შესაბამისად, მისი ინგლისის ნაკრებში გამოძახება შეცდომა იქნება.
ახლა კი იმ ინტერვიუს დავუბრუნდეთ, რომელშიც ფეხბურთელი დედულეთს ეფიცებოდა სიყვარულს, თუმცა უკან დასახევ გზასაც იტოვებდა:
"ვინაიდან გერმანიის დიდ ნაკრებში ჯერ არ მითამაშია საკითხი კვლავაც ღიაა, მაგრამ მე ამ გუნდის მაისურის მორგება ძალიან მინდა. იმედი მაქვს, რომ მწვრთნელი უახლოს შეკრებაზე გამომიძახებს. თუ უახლოესზე არა, რომელიმე მატჩში მაინც მივიღებ მონაწილეობას, თუმცა, მეორე მხრივ ეს ფეხბურთია, ფეხბურთში კი ყველაფერი ხდება.
მე კარგად მესმის, რომ აქ ერთი კლუბიდან მეორეში გადასვლაზე არ არის ლაპარაკი. აქ, საქმე ორ ქვეყანას შორის არჩევაზეა, ეს კი ერთხელ ხდება და სამუდამოდ. ნაკრებში რომ გიძახებენ სიამაყით ივსები და მადლობელი რჩები ქვეყნისა, რომელმაც ასეთი დიდი პატივი გცა. ჩემთვის, ჯერჯერობით, ასეთი წინადადებით არავის მოუმართავს. ჩემი სამშობლო გერმანიაა, მე აქ გავიზარდე, თუმცა, მამის ხათრით ბავშვობიდან ინგლისის ნაკრების ქომაგიც ვარ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული