რონალდო ფელიპე მელოს: არ დაბრუნდე ბრაზილიაში!

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრები ლეგენდარული ფორვარდი რონალდო, რომელსაც უდიდესი ღვაწლი აქვს "პენტაკამპენთა" მეხუთე ტიტულში (2002), უკიდურესად აღშფოთებულია იმით, რაც ჰოლანდია-ბრაზილიის მატჩში მისმა თანამემამულე ფელიპე მელომ გააკეთა. "იუვენტუსის" ნახევარმცველმა, რომელმაც სერია A-ს სეზონი ფაქტობრივად ჩააგდო და დუნგაც ბევრმა გააკრიტიკა მისი მიწვევის გამო, ჯერ საკუთარ კარში გაიტანა გოლი, ხოლო შემდეგ ნერვები ვერ მოთოკა და არბიტრს თავიც გააძევებინა.

მოდით, რონალდოს კომენტარს გავეცნოთ: "ფელიპე მელოს ურჩევნია, არდადეგებზე შინ არ დაბრუნდეს. მან მიუტევებელი შეცდომები დაუშვა და ფანებისგან რისხვა არ ასცდება... არ მესმის, როგორ უნდა ყოფილიყო ასეთი გაუგებრობა
მელოსა და მეკარე ჟულიო სეზარს შორის. როცა კარიდან გამოდის, ჟულიო ყოველთვის ყვირის და აფრთხილებს თანაგუნდელებს. მაგრამ ახლა ორივე - ბურთზე წავიდა".   
შემდეგ რონალდო აღნიშნავს, რომ მძიმე დროების მიუხედავად, ბრაზილია გამოასწორებს შეცდომებს და 2014 წელს, როცა მუნდიალი მის სამშობლოში გაიმართება, "პენტაკამპეონები" მეექვე ტიტულს იზეიმებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული