ლეონარდოს შემდეგ სკოლარიც ახსენეს

AutoSharing Option
კარლოს დუნგა, წარსულში სახელგანთქმული ნახევარმცველი და მსოფლიოს ჩემპიონთა ნაკრების კაპიტანი, ბრაზილიის ეროვნულ გუნდს დაემშვიდობა. ჰოლანდიასთან მეოთხედფინალურ მატჩამდე "სელესაო" მუნდიალის უმთავრეს ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა "ტიტებთან" დაპირისპირებამ აჩვენა, რომ ბრაზილიის ნაკრებს ბევრი პრობლემა ჰქონია, რომელიც სწორედ ჰოლანდიის ნაკრებმა გააშიშვლა. შედეგად, ბრაზილიის ნაკრები ზედიზედ მეორედ ტოვებს მსოფლიოს ჩემპიონატს მეოთხედფინალური ეტაპდან.

პრობლემები დაკავშირებულია უშულოდ დუნგას გადაწყვეტილებებთან და პირველ რიგში ეს ეხება სამუნდიალო შემადგენლობას. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დუნგამ 23 კაცში ბევრი ისეთი ფეხბურთელი შეიყვანა, რომელიც ამის ღირსი არ იყო.
მოკლედ, ბრაზილიელები კიდევ დიდხანს იმსჯელებენ წარუმატებლობის
მიზეზებზე. ამავე დროს, აქტუალური ხდება დუნგას შემცვლელის საკითხიც. ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ეს დიდი საფეხბურთო ქვეყანა მაინცდამაინც განებივრებული არ არის მაღალი დონის სპეციალისტებით. მაშ, ვინ შეიძლება ჩაიბაროს "პენტაკამპეონთა" საჭე?

იტალიური სააგენტოების ინფორმაციით, დუნგას ალტერნატივად განიხილება ლეონარდო, რომელიც გასულ სეზონში "მილანის" თავკაცი გახლდათ, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია და სილვიო ბერლუსკონისგან კრიტიკაც დაიმსახურა - "მილანი" მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა.

ლეონარდოს შემდეგ, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად ლუიშ ფელიპე სკოლარიც დასახელდა.  ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რიკარდო ტეიშეირა იმედოვნებს, რომ სკოლარისთან საერთო ენის გამონახვას მაინც შეძლებს.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული