დიეგო მარადონა უზომოდ იმედგაცრუებულია. გერმანიასთან მატჩამდე არგენტინის ნაკრებისთვის თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა - "ალბისელესტემ" ოთხივე მატჩი მოიგო, გაიტანა 10 გოლი და აჩვენა მისთვის დამახასიათებელი, ლამაზი, ცეცხლოვანი თამაში... თუმცა ეს ყველაფერი გერმანიასთან თვალსა და ხელშუა გაქრა. მარადონა პრესკონფერენციაზე მოღუშული იყო:
"პირველმა გოლმა ყველაფერი შეცვალა. ამის შემდეგ სულ სხვა თამაში წავიდა. ჩვენ გერმანელებს ბევრი რამ გავუადვილეთ, თამაშის საშუალება მივეცით, რაც შეცდომა იყო... მინდა მადლობა გადავუხადო მთელ ჩემს გუნდს, ფეხბურთელებს, რომელთაც წინა შეხვედრებში გოლები გაიტანეს, და ხალხს, რომელიც მხარს გვიჭერდა. მე ვამაყობ ამ
"ჩვენ გაგვიცრუვდა იმედები, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ ამ გზით სიარული. რატომ ვერ გაიტანა მესიმ? როცა ეს სცადა, მეკარემ ყველა ბურთი აიღო. მან შესანიშნავად ითამაშა ამ მუნდიალზე. საშინელება იყო იმის ყურება, როგორ ტიროდა ლეო გასახდელში. ის, ვინც ამბობს, რომ მესი ნაკრებში ბოლომდე არ დაიხარჯა, უბრალოდ სულელია და მეტი არაფერი.
"რაც შეეხება ჩემს მომავალს... ახლა ენერგიისგან სრულიად დაცლილი ვარ. ალბათ, ხვალ წავალ... მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, დიახ, ვაჩვენეთ მსოფლიოს, როგორ უნდა ითამაშო შიშის გარეშე. ამავე დროს, ჩვენ ბევრი უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში... უნდა დაველაპარაკო ოჯახს, ფეხბურთელებს... ვიცი, რომ ფეხბურთით ხალხი უნდა ასიამოვნო, უნდა გაიმარჯვო... არგენტინას ამის იქით გზა არ აქვს".