ხავიერ ძანეტის მილანის "ინტერში" 800 მატჩი მოუგროვდა

AutoSharing Option
"ვასლუის" წინააღმდეგ მატჩი მილანის "ინტერის" კაპიტნის, ხავიერ ძანეტისთვის "ნერაძურის" შემადგენლობაში ჩატარებული მე-800 მატჩი აღმოჩნდა.

"ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ ამას მივაღწიე. "ინტერისთვის" ყოველთვის ყველაფერს ვიღებდი. ეს ჩემი სახლია", - ამბობს ძანეტი.

39 წლის ძანეტი "ნერაძურის" ძირითად შემადგენლობაში სტაბილურ თამაშს აგრძელებს, ამიტომ 800 მატჩი მისთვის ზღვარი არ არის.

"მწვრთნელთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ისაა, რომ თავს გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელად ვგრძნობდე", - ამბობს ფეხბურთელი.

ხავიერ ძანეტი "ინტერში" შორეულ 1995 წელს გადავიდა.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული