ვილია, ერთი გოლიც და...

AutoSharing Option

დავიდ ვილიამ პარაგვაის ნაკრების კარში გადამწყვეტი დარტყმით ესპანეთის ნაკრები ნახევარფინალში ისტორიაში პირველად გაიყვანა, თავად კი რამდენიმე რეკორდი მიითვალა, ერთსაც ძალზე მიუახლოვდა - შაბათის გოლი მის კარიერაში 43-ე იყო "ფურია როხას" რიგებში. ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც "ელ გუახეზე" მეტი გოლი აქვს გატანილი - რაულ გონსალესი. "რეალის" ლეგენდამ ეროვნულ ნაკრებში 102 თამაშში 44 გოლი გაიტანა. ეს შედეგი დღემდე საუკეთესოა, თუმცა ვილიას რეკორდამდე უკკვე ერთი გოლიღა აშორებს.

"ელ გუახე" ფანტასტიკური შედეგიანობით გამოირჩევა, 43 გოლის გატანა მან 63 საერთაშორისო მატჩში მოახერხა. "ბარსელონას"

ახალწვეული 5 გოლით დაწინაურდა ბომბარდირთა დავაში, მას თითო გოლით ჩამორჩებიან გონსალო იგუაინი (არგენტინა), თომას მიულერი (გერმანია), მიროსლავ კლოზე (გერმანია) და რობერტ ვიტეკი (სლოვაკეთი). ამათგან ვიტეკი და იგუაინი ვერაფერს შემატებენ მონაგარს, ხოლო მიულერი ნახევარფინალს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. აქამდე ხუთი გოლი მუნდიალზე ესპანელთაგან მხოლოდ ბუტრაგენიოს ჰქონდა გატანილი (1986 წლის ჩემპიონატზე). "ელ გუახე" პირველი ესპანელია, რომელმაც მუნდიალის ზედიზედ 4 მატჩში გაიტანა. ბოლოს ასეთი შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატებში ბრაზილიელ რივალდოს (2002 წ) ჰქონდა.

"პარაგვაის ნაკრებთან მატჩი ჩვენთვის ყველაზე რთული იყო ტურნირზე. ვიცოდით, რომ მეტოქე კარისკენ მიმავალ ყველა გზას გადაგვიკეტავდა, მაგრამ გამოსავალი მაინც ვიპოვეთ და ნახევარფინალში გავედით. ვიცი, რომ გერმანელებს ნაკლებად ესიამოვნათ, როცა მათი მომავალი მეტოქის ვინაობა შეიტყვეს", - განაცხადა დავიდ ვილიამ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული