რონალდო გადააყენეს

AutoSharing Option
პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს მალე ახალი კაპიტანი ეყოლება - კრიშტიანო რონალდოს სამკლავური ჩამოართვეს, რასაც ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს - მუნდიალზე უსახური ასპარეზობა და ესპანეთთან მერვედფინალური მატჩის შემდეგ ჩადენილი უგვანი საქციელი - გეხსომებათ, პორტუგალიელთა აწ უკვე ექს-კაპიტანმა მისკენ მსხვილი პლანით მიშვერილი ტელეკამერის მიმართულებით რომ გადააფურთხა, რითაც ტელემაყურებელს შეურაცხყოფა მიაყენა.

რონალდომ უფერულმა თამაშმა პორტუგალიელი ფანების დიდი რისხვა გამოიწვია. სხვათა შორის, რონალდო ღიად გააკრიტიკა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლუშ კეირუშმაც. ჯერჯერობით უცნობია, ვინ გახდება პორტუგალიელთა ახალი კაპიტანი.
გუშინ რონალდოსთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მან ეს ამბავი თავად გაავრცელა სოციალური ქსელის, "ტვიტერის" მეშვეობით:

"დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ბიჭის მამა გავხდი. ბავშვის მფარველობასა და აღზრდას აუცილებლად ვიკისრებ, ბავშვის დედის ვინაობას კი არ დავასახელებ, რადგან ასეთია მისი სურვილი. ყველას ვთხოვ, ჩემს პირად ცხოვრებასა და გადაწყვეტილებას პატივისცემით მოეკიდოს".

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული