დე იონგი საავადმყოფოში არ შეუშვეს

AutoSharing Option
"ნიუკასლ იუნაიტედის" გარემარბი მანჩესტერის ჰოსპიტალში სწორედ დე იონგის მიერ ორ ადგილას მოტეხილ ფეხს მკურნალობს.

მოგეხსენებათ, გასულ შაბათს მომხდარი ეს ინციდენტი მთელს მსოფლიოში გახმაურდა და ისტლენდელთა ჰოლანდიელი ნახევარმცველის იმიჯი შეულახა, მაგრამ დე იონგმა მდგომარეობის გამოსწორება საავადმყოფოში ვიზიტით გადაწყვიტა.

საამისოდ მან ბენ არფას წარმომადგენლებს "მანჩესტერ სიტის" რამდენიმე თანამშრომელი მიუგზავნა, რათა ისინი შეხვედრაზე შეთანხმებულიყვნენ, მაგრამ პასუხად ცივი უარი მიიღო - ბენ არფას არათუ დე იონგის, "სიტიდან" არავის ნახვა არ უნდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მორიგი უხეშობის გამო დე იონგი ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელმა ბერტ ვან
მარიიკმა შეკრებაზე აღარ გამოიძახა - მწვრთნელმა 25 წლის ნახევარმცველს ტელეფონით დაურეკა და უთხრა, რომ ორთამაშიანი შიდა დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. თავის მხრივ, ფეხბურთელმა გადაწყვიტა მისთვის რთული პერიოდი მოთმინებით გადაიტანოს და აცადოს, სანამ ინციდენტით დაყენებული მტვერი დაჯდება.

დე იონგის უხეშობასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება ფიფას სამედიცინო დეპარტამენტის შეფმა დოქტორმა მიშელ დ"უჟმაც გამოთქვა. მან გაიხსენა როგორ ჩაარტყა ჰოლანდიელმა წიხლი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ხაბი ალონსოს და დაასკვნა, რომ ასეთი "კრიმინალური" ჯარიმებისთვის უხეში ფეხბურთელები სერიოზულად უნდა დაისაჯონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული