ჟერარდ პიკე: ეს სულ სხვა გერმანია-ესპანეთი იქნება

AutoSharing Option

მას "პიკენბაუერს" ეძახიან, რითაც ლეგენდარულ გერმანელ მცველ ფრანც ბეკენბაუერთან საფეხბურთო სტილში მსგავსებას უსვამენ ხაზს. 23 წლის ჟერარდ პიკემ მართლაც დაიმსახურა ეს წოდება, კარგი თამაშით და უამრავი ტიტულით, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა.
"პარაგვაის ნაკრებმა ძალიან გაგვიძნელა მიზნის მიღწევა. მათ მჭიდროდ ითამაშეს დაცვაში და თავის გამოჩენის შანსებიც ჰქონდათ, პენალტიც კი. მაგრამ, პენალტის შემდეგ, ჩემი აზრით, ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს. შევქმენით გოლის გატანის შესაძლებლობები და, მიუხედავად იმისა, რომ პენალტი ჩვენც ვერ გავიტანეთ, საბოლოოდ გამარჯვების გოლის გატანა მაინც შევძელით", - ამბობს "ბარსელონას" მცველი.

ჟერარდ პიკემ ხოტბა

შეასხა იკერ კასილასს, გუნდის კაპიტანს: "ის ბრწყინვალე იყო ამ მატჩში. საუკეთესო ფეხბურთელი. იკერმა ჯერ პენალტი აიღო, ბოლოს კი ორი ძალიან რთული დარტყმა მოიგერია. დიდი პატივია, როცა გუნდში ასეთი მეკარე გყავს. მას შეუძლია გამოუვალ მდგომარეობაშიც კი გადაარჩინოს გუნდი".

"ლა როხას" მცველი უკვე მომავალ მეტოქეზე ფიქრობს: "გერმანიის ნაკრები დიდებული გუნდია, ბრწყინვალე ფეხბურთელებით. ძალიან სერიოზული დაპირისპირება გველის. მეტოქე სასწაულ ფორმაშია და ინგლისისა და არგენტინის განადგურების შემდეგ - ბრწყინვალე განწყობაზე. მაგრამ ჩვენც კარგად ვთამაშობთ, ბოლო ორ მატჩში დაცვაში უკეთ ვითამაშეთ და გოლი არ გავუშვით".

პიკე ევრო-2008-ის ფინალთან განსხვავებასაც იოლად პოულობს: "ორივე გუნდში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც არ უთამაშია იმ ფინალში, თუნდაც მე. ასე რომ, ეს რემატჩი კი არა სულ სხვა განსხვავებული შეხვედრა იქნება. ყველაფერს გავიღებთ, რომ გამარჯვებული ისევ ესპანეთი გამოვიდეს", - ამბობს პიკე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული