ტურისტებმა მილიონს გადააჭარბეს

AutoSharing Option

მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას სამხრეთ აფრიკას უკვე მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია. მუნდიალის მასპინძელი ქვეყნის ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მეტი სტუმარი მეზობელი სახელმწიფოებიდან ჰყავთ, შორეული ქვეყნებიდან კი ყველაზე მეტი ტურისტი აშშ-ს, გერმანიას, ავსტრალიასა და მექსიკას წარმოადგენს.

სამხრეთ აფრიკაში შესვლა 43 პირს აუკრძალეს, 188 კი უსაქციელობისთვის დროზე ადრე გააბრუნეს სამშობლოში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული