პრეზიდენტი გონს მოეგო

AutoSharing Option

როგორც გახსოვთ, ნიგერიის პრეზიდენტმა გუდლაქ ჯონათანმა თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების საერთაშორისო ტურნირებიდან ორი წლით მოხსნა გადაწყვიტა. ბუნებრივია, ამ ამბავს ფიფას მკაცრი რეაქცია მოჰყვა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო ნიგერიული ფეხბურთის საქმეში მთავრობის ჩარევის გამო ამ ქვეყანას დისკვალიფიკაციით დაიმუქრა.


თუ ჯონათანი საკუთარ სიტყვებს უკან არ წაიღებდა, ფიფა გუშინ საღამოს დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილებას გამოიტანდა კიდეც, მაგრამ პრეზიდენტმა ჭკუას მოუხმო და გადაწყვეტილება გააუქმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული