გამოფიტული ვარსკვლავები

AutoSharing Option

 

ჟორჟ ვეა მიიჩნევს, რომ ბევრმა ვარსკვლავმა მუნდიალზე თავის გამოჩენა გადაღლილობის გამო ვერ შეძლო.

"ფაქტია, რომ ბევრი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოფიტული შეხვდა. მომქანცველი სეზონის შემდეგ მათ ძალიან ცოტა დრო ჰქონდათ მუნდიალისთვის სრულფასოვნად მომზადებისთვის. საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული კი სულაც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზეც გაიბრწყინებ. მესიმ, კაკამ, რონალდუმ, რუნიმ და სხვებმა სამხრეთ აფრიკაში უფერულად ითამაშეს, რაც დიდად არ გამკვირვებია. ფეხბურთი ყველასია და ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს სიურპრიზები. ასე მაგალითად, ყველა მოხიბლა განის ნაკრებმა, რომელსაც ნახევარფინალამდე მცირედი დააკლდა", - განაცხადა ახლო წარსულში

სახელგანთქმულმა ლიბერიელმა ფორვარდმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული