სამშობლოში დაბრუნებულ განის ნაკრებს აეროპორტში ათასობით გულშემატკივარი დიდი ოვაციებით დახვდა. მილოვან რაევაცი და მისი ფეხბურთელები ქვეყნის მმართველებმაც მიიღეს და სამხრეთაფრიკული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადეს.
"განისა და მთელი აფრიკისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ყველამ ნახა, რომ ნახევარფინალში გასვლის ძალაც შეგვწევდა, მაგრამ იღბალმა ზურგი შეგვაქცია. დარწმუნებული ვარ, განის ნაკრები 2014 წლის მუნდიალის საგზურს მოიპოვებს და იქ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს", - ამბობს განელთა კაპიტანი სტივენ აპია.