იერო ტორესს გამოექომაგა

AutoSharing Option
ახლო წარსულში მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა ფერნანდო იერომ, რომელიც დღესდღეობით ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორია, თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის სამუნდიალო ასპარეზობა შეაფასა.

"ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი ისაა, რომ გუნდის ფსიქოლოგია შეიცვალა. 2008 წელს ხომ ესპანეთის ნაკრებმა 44-წლიანი პაუზის შემდეგ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამან გუნდს უდიდესი იმპულსი მისცა, ფეხბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობისა ბოლომდე ირწმუნეს და ახლა დამაჯერებლად იბრძვიან მსოფლიოს ჩემპიონობისთვის", - ამბობს იერო.

თუკი სპეციალისტთა და გულშემატკივართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ფორმიდან ამოვარდნილი ფერნანდო ტორესი ნაკრების ძირითად შემადგენლობაში არ უნდა
თამაშობდეს, იერო სხვაგვარად ფიქრობს: "ტორესი ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ტრავმის გამო მას ხუთი კვირა გაუცდა და ამიტომაც სულაც არაა გასაკვირი, საუკეთესო ფორმაში რომ არაა, მაგრამ ფერნანდო მატჩიდან მატჩამდე უმატებს და გუნდისთვის მაინც დიდი სარგებლობა მოაქვს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული