NHL. რეგულარული ჩემპიონატი: გოლი მეკარისგან

AutoSharing Option
უცნაურ შემთხვევას ჰქონდა ადგილი "კაროლინასა" და "ნიუ ჯერსის" შეხვედრაში. "დევილზის" მხრიდან ერთი შაიბის ავტორი გახდა მეკარე მარტინ ბროდო.

შეხვედრის დასაწყისში "კაროლინამ" რიცხობრივი უპირატესობა მიიღო, რის შემდეგაც "ჰარიკეინზის" მეკარე წინა ხაზის მეექვსე მოთამაშით შეცვალეს. ერთ-ერთი შეტევის დროს, ბროდომ შაიბა მოიგერია, რომელიც "კაროლინას" ფორვარდს ჯორდან სტაალს მიუვიდა. თავდამსხმელი მოედნის კუთხეში იმყოფებოდა. სტაალმა ძლიერი პასი გააკეთა, რომელიც პარტნიორმა ვერ დაიჭირა, შაიბა გვერდით ბარიერს მოხვდა და ისე შევარდა ცარიელ კარში. გოლი "ნიუ ჯერსის" მეკარეს ჩაუთვალეს.

ბროდოსთვის ეს არის მესამე გოლი კარიერაში და ამით მან
გაუსწრო მეორე სნაიპერ გოლკიპერს რონ ჰეკსტოლს. თუმცა ამ უკანასკნელმა თავისი ორივე გოლი თავად გაიტანა, ბროდომ - სამიდან ერთი.

ბაფალო-ტორონტო 5:4 (ბ)
1:2, 2:1, 1:1, 0:0
გოლები: 0:1 ბოჟაკი-9 (კესელი-19, ფანოფი-12), 0:2 კადრი-12 (კულემინი-12, მაკარტური-9), 1:2 ენისი-9 (ოტი-12, ერჰოფი-11), 1:3 გრაბოვსკი-7 (გარდინერი-1, კადრი-20), 2:3 ფოლინო-4 (პორტერი-2, ერჰოფი-12), 3:3 პომინვილი-10 (ჰოჯსონი-13), 4:3 ერჰოფი-3 (ჰოჯსონი-14, ენისი-14), 4:4 კადრი-13 (ფრანსონი-16, კესელი-20).
ბულიტები გაიტანეს: ბოჟაკი (ტორონტო), სტეფორდი (ბაფალო), ოტი (ბაფალო).

აილენდერსი-მონრეალი 2:5
1:1, 1:1, 0:3
გოლები: 0:1 რაიდერი-9 (მარკოვი-15, პლეკანეცი-9), 1:1 ტავარესი-18 (მოულსონი-20), 2:1 ვიშნოვსკი-3 (მოულსონი-21, ბოიესი-18), 2:2 სუბანი-8 (პლეკანეცი-10), 2:3 ბ. ჯონტა-10 (დეშარნე-9), 2:4 სუბანი-9 (პასიორეტი-15, დუმონი-2), 2:5 გალაჰერი-9 (პასიორეტი-16, დეშარნე-10).

რეინჯერსი-ფლორიდა 1:3
0:1, 0:1, 1:1
გოლები: 0:1 ბ. კემპბელი-7 (ბრენანი-1, იუბერდო-8), 0:2 აპშოლი-2 (სკილი-8, მატიასი-3), 1:2 გაბორიკი-9 (ნეში-15, დელ ზოტო-10), 1:3 კოპეცკი-12.

კაროლინა-ნიუ ჯერსი 1:4
0:1, 0:2, 1:1
გოლები: 0:1 ბროდი-1, 0:2 ენრიკა-10 (კოვალჩუკი-17, ლარსონი-5), 0:3 ჰაროლდი-2 (ელიაში-19, ზეიჯაკი-5), 1:3 სკინერი-10 (ე. სტაალი-21, ჯ. სტაალი-13), 1:4 ლოკტიონოვი-5 (ბერნიე-3, ზეიჯაკი-6).

ოტავა-ბოსტონი 1:2
0:0, 1:1, 0:1
გოლები: 1:0 დაუგავინსი-1 (ზიბანეჯადი-5, გონჩარი-19), 1:1 პეი-6 (ბოიჩუკი-4, გ. კემპბელი-5), 1:2 საიდენბერგი-1 (ხარა-8, პ. ბერჟერონი-18).

ვინიპეგი-ვაშინგტონი 0:4
0:2, 0:0, 0:2
გოლები: 0:1 ბროუერი-11 (ლეიჩი-1), 0:2 მ. იოჰანსონი-4 (ოვეჩკინი-13), 0:3 ოვეჩკინი-13 (ბექსტრიომი-22, ჯ. კარლსონი-9), 0:4 ბექსტრიომი-4 (ოვეჩკინი-14, მ. იოჰანსონი-3).

ნეშვილი-კალგარი 5:3
2:2, 2:0, 1:1
გოლები: 0:1 ჯორდანო-3 (სტემპნიაკი-15), 1:1 ერატი-4 (იოსი-9, ბატლერი-3), 1:2 კომო-4 (ჯორდანო-5, ბოუმისტერი-9), 2:2 ფიშერი-8 (ერატი-11), 3:2 ფიშერი-9 (იოსი-10, ერატი-12), 4:2 სპალინგი-6 (ბერტლი-1, კლაინი-6), 5:2 იიპი-3 (კლაინი-7, კლუნი-4), 5:3 იგინლა-8 (გლენკროსი-8, ტანგეი-14).

ფინიქსი-ვანკუვერი 1:2
0:1, 0:0, 1:1
გოლები: 0:1 ტანევი-2 (რეიმონდი-9), 1:1 ვერმეტი-7 (ვრბატა-9, ეკმან-ლარსონი-15), 1:2 შრიოდერი-3 (ჰანსენი-10, ედლერი-12).

ლოს ანჯელესი-დალასი 0:2
0:0, 0:0, 0:2
გოლები: 0:1 იაგრი-12 (ჯეიმი ბენი-13), 0:2 რეი უიტნი-5 (გოლიგოსკი-15, ლ. ერიქსონი-11).

რუსი ლეგენდა წავიდა
ცნობილმა რუსმა ჰოკეისტმა, 1992 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალექსეი კოვალიოვმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შეატყობინა "ფლორიდა პანტერზის" გენერალურმა მენეჯერმა დეილ ტელონმა. სწორედ ამ გუნდში თამაშობდა კოვალიოვი 2013 წლის იანვრიდან.

მიმდინარე სეზონში რუსმა 14 მატჩი ჩაატარა და 5 ქულა (2+3) დააგროვა. ბოლოს კოვალიოვი ყინულზე 22 თებერვალს, "პიტსბურგის" წინააღმდეგ გავიდა.

"ფლორიდას" გარდა, ფორვარდი NHL-ში "რეინჯერსის", "პიტსბურგის", "მონრეალისა" და "ოტავას" შემადგენლობაში თამაშობდა. 1994 წელს, "რეინჯერსის" რიგებში სტენლის თასის მფლობელი გახდა. სულ კოვალიოვმა NHL-ის რეგულარულ ჩემპიონატში 1316 მატჩი ჩაატარა და 1029 ქულა (430+599) დააგროვა. პლეი ოფში მისი მონაგარი 123 მატჩში 100 ქულა (45+55) იყო.
დსთ-ის ნაკრების შემადგენლობაში, კოვალიოვმა მოიგო 1992 წლის ოლიმპიური თამაშები ალბერვილში. 2002 წელს, სოლტ-ლეიკ-სიტიში ოლიმპიური ბრინჯაო დაიმსახურა. გარდა ამისა, მის ანგარიშზეა 2005 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ჩიკაგოს" "იხვები" მიუახლოვდნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული