ვილარმა ფიფა გააკრიტიკა

AutoSharing Option
პარაგვაის ნაკრების მეკარესა და კაპიტანს, ხუსტო ვილარს მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზების დონე არ მოეწონა. მან მუნდიალის მსვლელობისას თავს გადამხდარი ერთი ინციდენტიც გაიხსენა.

"ვფიქრობ, სამხრეთ აფრიკა ასეთი დონის საფეხბურთო ტურნირის სამასპინძლოდ მზად არ აღმოჩნდა. პარაგვაის ნაკრებს ერთი სერიოზული უსიამოვნება გადახდა, როცა იტალიასთან მატჩის შემდეგ ავტობუსი გაგვიფუჭდა და ახალი ავტობუსის მოსვლას ამაოდ ველოდეთ 45 წუთი. შემდეგ კი იძულებულნი გავხდით, სასტუმროში ტაქსებით წავსულიყავით. ფიფამ მხოლოდ იმაზე იზრუნა, რასაც მაყურებელი ტელეეკრანით ხედავს", - აცხადებს ვილარი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული