გერმანელმა ფანმა ბარში ფეხბურთზე კამათის დროს იტალიელები დაცხრილა

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ ჰანოვერის პაბში ფეხბურთის გულშემატკივართა დაპირისპირების გამო ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი კი მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში მოხვდა. როგორც AP იუწყება, 42 წლის გერმანელმა ფანმა ტრავმატული იარაღი ორ იტალიელს ესროლა.

მამაკაცები მაშინ შეკამათდნენ, როცა სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებულის ვინაობას განიხილავდნენ. გერმანელ ქომაგს თავისი ქვეყნის ნაკრების თამაშზე იტალიელთა ქილიკი არ მოსწონებია.

ცხარე კამათის შემდეგ განრისხებულ გერმანელს ბარი მიუტოვებია, ცოტა ხნის შემდეგ კი შეიარაღებული დაბრუნებულა და ცეცხლი გაუხსნია. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცავებმა ცხელ კვალზევე დააკავეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული