მოულოდნელი ტრანსფერი: რადამელ ფალკაო "მონაკოში" გადადის

AutoSharing Option
ესპანური არხი "ლა სექსტა" ირწმუნება, რომ პრაქტიკულად გადაწყვეტილია რადამელ ფალკაოს ტრანსფერი "მონაკოში".

ერთი შეხედვით, მოულოდნელი ინფორმაციაა - "მონაკო" რანგით მეორე ეშელონში თამაშობს. თუმცა "მონაკო" რუსმა მილიარდერმა დმიტრი რიბოლოვლევმა შეიძინა და ის კლუბში 200 მილიონი ევროს ჩადებას აპირებს. აქედან 10 მილიონი ევრო კოლუმბიელი ფორვარდის ხელფასი იქნება.

"მონაკო" ლიგა 2-ის ლიდერია და შესაძლოა, მომავალ ტურში გაიფორმოს ელიტაში გადასვლა.

რადამელ ფალკაომ ლა ლიგის ამ სეზონში 27 გოლი გაიტანა. მისი სატრანსფერო ფასი 60 მილიონი ევროა.

ასევე იხილეთ:
"ჩელსი": პლუს რადამელ ფალკაო, მინუს ფერნანდო ტორესი
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგით რა! სისულელეა
dato
00:13 11-05-2013
0
ეს სტატია არის თავიდან ბოლომდე ტყუილი.
ესპანური ინფოს ლინკი დაიდოს
პითაგორა
06:44 11-05-2013
0

სიახლეები პოპულარული