"ინგლისის ნაკრების 4:1 დამარცხება ჩემი საუცხოო მოგონებაა. პირველად ამ შეხვედრაში დამტკიცდა, რომ რაც არ უნდა თქვას ან დაწეროს ხალხმა მთელს მსოფლიოში, გერმანიის ნაკრების ყოველთვის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად დარჩება. რაც შეეხებათ ინგლისელებს... უეინ რუნიმ თქვა, რუსტენბორგის ბაზაზე დართსისა სნუკერის თამაშმა დაგვღალაო. რა გითხრათ. გუნდს, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ბეზრდება, ვფიქრობ, იქ არც რარაფერი ესაქმება".
შემდეგ, სიტყვამ გერმანიისა და ინგლისის მერვედფინალში ფრენკ ლემპარდის მიერ
"თუკი მსაჯმა ვერ დაინახა, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, ის გოლს ვერ ჩათვლიდა. ისე კი, რად უნდა ლაპარაკი, რომ ლემპარდმა გოლი გაიტანა. ეს აშკარა გოლი იყო. რა თქმა უნდა ის რომ არ ჩათვალეს ინგლისელთათვის ძალიან ცუდი იყო, თუმცა მეეჭვება ამ გოლის ჩათვლას შეხვედრის საბოლოო შედეგზე გავლენა ექონია. იმ დღეს ჩვენ უფრო ძლიერი გუნდი ვიყავით და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ".
საინტერესოა, რომ იმავე თემაზე ჩამოვარდა ლაპარაკი ლუკას პოდოლსკისთანაც, რომელმაც ასე თქვა: "ხალხი ინგლისთან თამაშსა და არჩათვლილ გოლზე ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ, მერწმუნეთ, აბსურდია იმის მტკიცება, რომ ეს გოლი ინგლისელებს თამაშის ბედს შემოუტრიალებდა და გამარჯვებას მოუტანდა. ჩვენ ჩვენსას მაინც გავიტანდით. თუ დაგვჭირდებოდა მეტსაც შევყრიდით. ვიცი, რასაც ვამბობ - 4:1-ის შემდეგ გავჩერდით. დამიჯერეთ, ინგლისი შეგვეძლო უბრალოდ საშინელ დღეში ჩაგვეგდო.
სხვათა შორის, შეხვედრის შემდეგ ყველამ იმაზე დაიწყო ლაპარაკი, ინგლისს რა დაემართაო, თორემ ის არავის უთქვამს გერმანია რა ძლიერი ყოფილაო. არადა, მე თუ მკითხავთ, ერთი გუნდი მეორეს ძალიან თუ არ სჯობია 4:1-ს ვერაფრით მოუგებს".