გიანი: გვნახეთ 2014-ში!

AutoSharing Option
განის ნაკრების ფორვარდმა ასამოა გიანმა განვლილი სამუნდიალო ბატალიები გაიხსენა. განელთა ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ფეხბურთელმა ურუგვაისთან მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის გამო სინანული გამოთქვა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ამ ცუდმა შემთხვევამ ოდნავადაც ვერ დათრგუნა.

"ბუნებრივია, პენალტის ვერგატანამ გული ძალიან დამწყვიტა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერაფერს შევცვლი. ფეხბურთი სასიამოვნო და უსიამოვნო მომენტებისგან შედგება და თითოეულმა მოთამაშემ უიღბლობის შემდეგ აუცილებლად უნდა შეძლოს ცხოვრებისა და საფეხბურთო კარიერის მაღალ დონეზე გაგრძელება.

ყველაფრის მიუხედავად, მსოფლიოს ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩავატარე. ფსიქოლოგიურად ძლიერი პიროვნება ვარ და ამიტომაც უკვე დავმშვიდდი. ურუგვაისთან მატჩის
ჩანაწერი რამდენიმეჯერ ვნახე და დავრწმუნდი, რომ საშინლად არ გაგვიმართლა.
რაც იყო, იყო. ჩვენი თამაშით მთელი განა გავახარეთ და ეს ფეხბურთელისთვის უდიდესი ჯილდოა. ძალიან ახალგაზრდული და პერსპექტიული გუნდი გვყავს, ასე რომ, ყველას ვურჩევ, გვნახონ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, სადაც ჩვენს სიტყვას აუცილებლად ვიტყვით", - ამბობს გიანი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული