ჰოლანდია ნარინჯისფერით, ესპანეთი ლურჯით

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის ნომინალურმა მასპინძელმა ჰოლანდიამ როგორც მოსალოდნელი იყო, მუნდიალის გადამწყვეტი მატჩის ჩატარება "მშობლიური" ნარინჯისფერი ფორმით გადაწყვიტა. ამის გამო ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს სათადარიგო, მუქი ლურჯი ფერის მაისურების ჩაცმა მოუწევთ. ამ ფორმით ესპანელებმა ბოლოს პარაგვაის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშეს მუნდიალის მეოთხედფინალში, სადაც 1:0 გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ წითელი ფორმით მოთამაშე გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა. ეს 1966 წელს ინგლისის ნაკრებმა შეძლო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული