"მანუელმა ყველა მატჩში შესანიშნავად იასპარეზა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა პირველი მეკარე სწორედ ის
00:20 10-07-2010
ადლერი: პირველი მეკარე აღარ ვარ!
AutoSharing Option
წესით, მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების კარი "ლევერკუზენის" მეკარე რენე ადლერს უნდა დაეცვა. მუნდიალის დაწყებამდე თვენახევრით ადრე, ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკაში გერმანიის პირველი ნომერი ადლერი იქნებოდა. მაგრამ ახალგაზრდა მეკარეს ბედმა უმტყუნა, მუნდიალის დაწყებამდე სამი კვირით ადრე მძიმედ დაშავდა და ლიოვი იძულებული გახდა, კარში მისი კონკურენტი მანუელ ნოიერი ჩაეყენებინა. "შალკეს" კიპერმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რის გამოც, ადლერი აღიარებს, რომ ახლა ის უკვე მეორე მეკარეა.
"მანუელმა ყველა მატჩში შესანიშნავად იასპარეზა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა პირველი მეკარე სწორედ ის
არის და მე რომ გამოვჯანმრთელდები, პირველობის დაბრუნებისთვის დიდი ბრძოლა მომიწევს. ამის აღიარება არ მიჭირს და ახლა რომ ვთქვა, პირველი მე ვარ-მეთქი, ეს დიდი სისულელე იქნება, - განუცხადა ადლერმა "ბილდს", - ყველა ხედავს, რომ ნოიერმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან კარგად იასპარეზა. შესაბამისად, მას მეც პატივი უნდა ვცე და ვცემ კიდეც. ნამდვილად არ ვიტყვი იმას, რომ მანუელს ბრძოლას ვუცხადებ. ის ჩემი მეგობარია. უბრალოდ, შევეცდები, ცდა არ დავაკლო და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ოდესმე პირველი მეკარის სტატუსი დავიბრუნო."
"მანუელმა ყველა მატჩში შესანიშნავად იასპარეზა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა პირველი მეკარე სწორედ ის
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული