ვან მარვიიკი: ესპანეთი უბურთოდ თამაშში გვჯობია...

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრებმა მთავარმა მწვრთნელმა ბერტ ვან მარვიიკმა ინტერვიუ მისცა არგენტინულ გამოცემა "ოლეს", რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად მეტოქე გუნდის, ესპანეთის ნაკრების ძლიერ მხარეებზე ისაუბრა:
"ვფიქრობ, ესპანეთის ეროვნული გუნდი ჩვენზე ძლიერია. ის ყოველთვის შეტევაზეა ორიენტირებული. ესპანელები ჩინებულად აკონტროლებენ ბურთს, მაგრამ მე უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ თამაშობენ ისინი უბურთოდ... რაც შეეხება ჩემს გუნდს, უკვე ორი წელია, ჩვენ ერთად ვართ, ბევრს ვმუშაობთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წარმატებისკენ. მე დავინტერესდი კრუიფის, გულიტის, კროლისა და სხვა სახელოვანი ჰოლანდიელების აზრით და მე მოხარული ვარ, რომ მათ
ჩვენი გუნდის თამაში მოსწონთ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
შესანიშნავი გუნდი გყავს
davit:*
11:12 11-07-2010
0

სიახლეები პოპულარული