ჰაინკესი: ესპანეთს მომავალში მოვუგებთ

AutoSharing Option

ლევერკუზენის "ბაიერის" თავკაცმა იუპ ჰაინკესმა გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებების ნახევარფინალური მატჩი შეაფასა.

"გერმანიამ მსოფლიოს ჩემპიონატზეც მაღალ დონეზე ითამაშა, რასაც ვერვ ვიტყვი ამ კონკრეტულ შეხვედრაზე. ახლო მომავალში ჩვენს გუნდს უფრო ეფექტური და შედეგიანი ფეხბურთის ჩვენებაც შეუძლია. ჯყახალგაზრდა ფეხბურთელები პროგრესირებენ, ტაქტიკური მომზადებით კი ესპანელებს ოდნავადაც არ ჩამოვუვარდებით. ეჭვიც არ მეპარება, რომ ესპანეთს მომავალში მოვუგებთ.

ჯერჯერობით კი ნამდვილად არ გვყავს ისეთი დონის ფეხბურთელები, როგორებიც ჩავი, ინიესტა, ფაბრეგასი, სილვა და ბუსკეტსი არიან. ესპანეთთან მატჩში გერმანიის ნაკრები პარალიზებული იყო და არ იცოდა, რა ეკეთებინა. ამის
მიზეზი მარტივია – ესპანეთი კლასით გაცილებით აღემატებოდა იმ გუნდებს, რომლებსაც მანამდე შევხვდით", - აცხადებს ჰაინკესი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული