მიულერი: ოქროს ბუცი და საუკეთესო ახალგაზრდა

AutoSharing Option
მუნდიალის საუკეთესო გოლკიპერი გახდა იკერ კასილიასი, ესპანეთის ნაკრების მეკარემ მუნდიალზე მხოლოდ ორი გოლი გაუშვა, ფინალში კი მან უნაკლოდ ითამაშა. მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი კი თომას მიულერი გახდა, რომელმაც საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი "ოქროს ბუციც" მიიღო. თუმცა 5-5 გოლი მის გარდა დიეგო ფორლანმა, დავიდ ვილიამ და ვესლი სნეიდერმაც გაიტანეს. მიულერმა ნაკლებ დროში შეძლო ეს და თან მის ანგარიშზე სამი საგოლე პასია. "ფეერ პლეის" პრიზი ესპანეთის ნაკრებს ერგო.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული