"თავიდანვე ნათელი იყო, რომ 2006 წლის წარმატების განმეორება ძალიან გაგვიჭირდებოდა, თუმცა ჩვენგან არც ჯგუფში ჩარჩენას ელოდნენ. არა მგონია, მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი მარცხი ჩემი ტრავმის ბრალი იყოს, მარკეტიმ ღირსეულად შემცვალა. პირლო გუნდს ცოტა ადრე რომ დახმარებოდა, ეგებ იმ შემთხვევაში მაინც მოგვეხერხებინა უკეთ ასპარეზობა.
ახლა ზურგი ისე ძალიან აღარ მაწუხებს. ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა და სიარული უკვე შემიძლია. მოედანს უახლოესი