ჩემი თამაში არაფერს შეცვლიდა...

AutoSharing Option
ჯანლუიჯი ბუფონმა სამხრეთაფრიკულ მუნდიალზე იტალიის ნაკრების გამოსვლა შეაფასა და გულახდილად თქვა, რომ სკუადრა აძურას ჯგუფიდან გასვლა მისი ჯანმრთელად ყოფნის შემთხვევაშიც გაუჭირდებოდა.

"თავიდანვე ნათელი იყო, რომ 2006 წლის წარმატების განმეორება ძალიან გაგვიჭირდებოდა, თუმცა ჩვენგან არც ჯგუფში ჩარჩენას ელოდნენ. არა მგონია, მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი მარცხი ჩემი ტრავმის ბრალი იყოს, მარკეტიმ ღირსეულად შემცვალა. პირლო გუნდს ცოტა ადრე რომ დახმარებოდა, ეგებ იმ შემთხვევაში მაინც მოგვეხერხებინა უკეთ ასპარეზობა.

ახლა ზურგი ისე ძალიან აღარ მაწუხებს. ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა და სიარული უკვე შემიძლია. მოედანს უახლოესი
12 თვის განმავლობაში დავუბრუნდები", - განაცხადა ბუფონმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰო, აბა რა _ ღირსეულად შეგცვალა _ საიადანაც დაურტყეს, გაუშვა... ადრე იტალია 3-ჯერ ურტყამდა კარში და მინიმუმ 1-ს იტანდა, მას 20\-ჯერ ურტყამდნენ და არ უშვებდა... ახლა 20-ჯერ დაარტყეს, ვერ გაიტანეს, აქეტ კი რამდენიც დაურტყეს, დიდმა მარკეტმა გაუშვა :)
mate
11:23 12-07-2010
0

სიახლეები პოპულარული