ნიგერიელებს გარიგება ბრალდებათ

AutoSharing Option
შესაძლოა, ნიგერიული ფეხბურთი ახალ სკანდალში გაეხვეს. გეხსომებათ, რამდენიმე დღის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა ჯონათან გუდლაქმა ეროვნულ ნაკრებს ორწლიანი საერთაშორისო იზოლაცია მიუსაჯა, მაგრამ მალე გონს მოეგო და ნიგერიის ფეხბურთის ფედერაცია ფიფასგან გარდაუვალი სანქციებს გადაურჩა.

ახლა კი უეფას ინკოგნიტო ჩინოვნიკი ირწმუნება, რომ ნიგერიის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი განვლილი მუნდიალის მატჩების გარიგებაშია ეჭვმიტანილი. ფიფამ ეს ინფორმაცია არ უარყო, მაგრამ განაცხადა, რომ ეს ეჭვები დეტალურ გამოკვლევას საჭიროებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული