გერმანელებმა ბოდიში მოიხადეს

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების წევრებმა გულშემატკივრებს იმის გამო მოუხადეს ბოდიში, რომ სამშობლოში დაბრუნებულები მათ არ შეხვდნენ. როცა სამხრეთ აფრიკიდან მომავალი თვითმფრინავი ფრანკფურტის აეროპორტში დაეშვა, ბუნდესგუნდის ფეხბურთელები იქვე შეკრებილ ქომაგებს არ მიესალმნენ და სასწრაფოდ სახლებისკენ გაეშურნენ.

"ღრმად ვწუხვართ მომხდარის გამო, კარგად გვესმის, რომ ჩვენმა ნაბიჯმა ხალხის გულდაწყვეტა და უკმაყოფილება გამოიწვია, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. საქმე ისაა, რომ არ გვქონდა მესამე ადგილის ზეიმის სურვილი, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე ამაზე გაცილებით მეტს ვგეგმავდით", - ნათქვამია გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურ განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული