5 მილიონი და ხუანფრანი ჩვენია

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკო" "ოსასუნას" ხუანფრანის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს სთავაზობს. "რეალის" ყოფილი ვინგერი 2006 წლიდან პამპლონაშია და კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. "ატლეტიკომ" უკვე რამდენჯერმე მოუსინჯა კბილი ამ ტრანსფერს, ახლა კი მადრიდულ კლუბში აცხადებენ, რომ ეს ბოლო შეთავაზებაა და ნავარელები 5 მილიონს უნდა დასჯერდნენ, ან ტრანსფერი არ შედგება. "ოსასუნას" პრეზიდენტი პაჩი ისკო 24 წლის ხუანფრანის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს ითხოვს.



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული