მესი მეტს ელოდა

AutoSharing Option
ლიონელ მესიმ მუნდიალის მეოთხედფინალში გერმანიასთან განცდილი კატასტროფული მარცხი გაიხსენა და ესპანეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობა მიულოცა.

"არგენტინის ნაკრების მარცხმა ძალიან დიდი სიმწარე განმაცდევინა. მეოთხედფინალიდან გამოვარდნაზე გაცილებით მეტს ველოდი და ამიტომაც უზომოდ გულდაწყვეტილი ვარ. თუმცა რას ვიზამთ, არაფრის შეცვლა შეგვიძლია. ესპანეთის ნაკრებმა კი უბრალოდ, ისეთი ფეხბურთი ითამაშა, რომელზე უკეთესიც უკვე შეუძლებელია", - თქვა მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთმა უმთავრესმა იმედგაცრუებამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული