იბრაჰიმოვიჩი ნაკრებში ბრუნდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერგასვლით გულდაწყვეტილმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გასული წლის ბოლოს ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, მაგრამ გუშინ თქვა, რომ გადაწყვეტილება შეცვალა.

"შვედეთის ნაკრებში თამაში ჩემთვის ყოველთვის უდიდესი პატივი იყო, მაგრამ როცა სამხრეთ აფრიკის საგზური ვერ მოვიპოვეთ, მოტივაცია გამიქრა, ახლა კი ვგრძნობ, რომ ნაკრებისთვის კვლავ შემიძლია სარგებლობის მოტანა. ჩემი ეს გადაწყვეტილება ეროვნულ გუნდში ერიკ ჰამრენის დანიშვნამაც განაპირობა", -აცხადებს იბრაჰიმოვიჩი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული