"მანჩესტერ იუნაიტედმა" ფრანგ ვარსკვლავ პატრის ევრას სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაუფორმა. მოგეხსენებათ, 29 წლის მცველის შეძენა "რეალს" სურდა. როგორც ჩანს ამანაც ააჩქარა "იუნაიტედი", რომელსაც ფრანგს ხელფასი გაუზარდა: კვირაში 70 ათასი ფუნტიდან 90 ათას ფუნტამდე გაუზარდა. საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავი მანჩესტერში "მონაკოდან" 2006 წლის იანვარში 5,5 მილიონ ფუნტად გადავიდა და მას მერე ძირითადი შემადგენლობის რეგულარული წევრია.
მერფიმ მანჩინისთან იჩხუბა
"მანჩესტერ სიტიმ" ოფიციალურ განცხადებაში დაწერა, რომ ფიზიოთერაპევტთა შეფმა ჯეიმი მერფიმ ისტლენდი კლუბის თანხმობით დატოვა. 37 წლის ყოფილი ფეხბურთელი "სიტიში" სამუშაოდ მაშინ მივიდა, როდესაც გუნდს ჯერ
"ჩვენ ჯეიმის გაწეული სამსახურისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდით, ვაფასებთ სამსახურს, რომელიც მან კლუბს გაუწია და მომავალ საქმიანობაში წარმატებას ვუსურვებთ. გარდა ამისა გვინდა უარვყოთ ჭორები, თითქოს კლუბმა ბოლო პერიოდში ის უფრო დაბალ თანამდებობაზე გადაიყვანა, მას "მანჩესტერ სიტის" აკადემიაში ერთი დღეც არ უთამაშია".
კალენდარში არეულობაა
"ჩელსის" მიზანს, შევიდეს პრემიერლიგის ოთხ საუკეთესო გუნდში არეულ-დარეული კალენდარი ხელს ნამდვილად არ უწყობს. ინგლისის ჩემპიონი, რომელიც დღეისათვის მეხუთე ადგილზეა, შემდეგ კვირაში "ოლდ ტრეფორდზე" "ბირმინგემს" უნდა შეხვედროდა, მაგრამ ვინაიდან ბირმინგემელები "ქარლინგის" თასის ფინალში არიან, ეს შეხვედრაც გადაიდო. ამას ემატება ის, რომ თუ დღეს "ლურჯები" ფეხბურთის ასოციაციის თასზე "ევერტონს" მოუგებენ, მათ 1 აპრილს ერთბაშად ორი თამაში ექნებათ სათამაშო: პრემიერლიგის გამოტოვებული მატჩი "მანჩესტერ იუნაიტედთან" და თასისა "რედინგთან". ესე იგი, ისეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, როგორიც "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირებაა, "ბირმინგემის" ადგილას უნდა გადმოახტუნონ, ამხელა მატჩებით ჟონგლირება კი ყველას თავ-გზას უბნევს.
თავ-გზის აბნევა იქით იყოს და გამოდის, რომ კარლო ანჩელოტის გუნდს გადატვირთულ კალენდარში ორი თავისუფალი დღე არ მოეძებნება - სეზონის დამთავრებამდე "ჩელსის" მაქსიმუმ 26 თამაშის ჩატარებამ შეიძლება მოუწიოს. დასავლეთ ლონდონელთა პრეს-მდივანმა თქვა:
"ჩვენ "ბირმინგემს" ახალი თარიღის შესახებ ვუთანხმდებით".