ეშლი კოული შესაძლოა ინგლისის ნაკრებიდან გარიცხონ

AutoSharing Option
ნაკრების თავკაცმა როი ჰოჯსონმა ლოდნონის "ჩელსის" მცველი ეშლი კოული სან მარინოსა და პოლონეთთან გასამართი მატჩებისთის იხმო, მაგრამ...

კოულის მიერ "ტვიტერში" გამოქვეყნებულმა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისათვის შეურაცხმყოფელმა გამოთქმებმა შესაძლოა სპეციალისტს კოულზე უარი ათქმევინოს.

კოული სოციალურ ქსელში ჯონ ტერის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილებას არაკორექტული ფორმით გამოეხმაურა.

მცველმა ბოდიში მალევე მოიხადა, თუმცა "ჩელსიში" დისციპლინარულ სასჯელს მაინც ვერ ასცდა და ახლა ეს ამბავი შესაძლოა მის ნაკრებში ასპარეზობაზეც აისახოს.

არადა, მიმდინარე კვირაში ეშლის "ლომების" შემადგენლობაში მეასე მატჩი უნდა ჩაეტარებინა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული