ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ნაკრების ვარჯიში გამოტოვა

AutoSharing Option
შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი ნაკრების 14 ოქტომბრის ვარჯიში გამოტოვა და სპორტდარბაზში ივარჯიშა.

"ფარერებში ხელოვნურ საფარზე ნათამაშები მატჩის შემდეგ ის თავს სულყოფილად მზად ვერ გრძნობდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გავფრთხილებოდით და სავარჯიშოდ სპორტდარბაზში გაგვეშვა", - განაცხადა შვედეთის ნაკრების ექიმმა ჰანს ჰიულტმანმა.

შეგახსენებთ, რომ შვედებს 16 ოქტომბერს ბერლინში გერმანიის ნაკრებთან დაპირისპირება ელით.

მომზადებულია Expressen-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული