ანდრეს ინიესტა: ესპანეთის ნაკრები ვალდებულია, 2014 წლის მუნდიალის ფინალურ ეტაპზე გავიდეს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების  და "ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა მიიჩნევს, რომ "ფურია როხასთვის" მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონობის შემდეგ დინამიურობისა და მაქსიმალური კონკურენციის შენარჩუნება იოლი არ არის.

თუმცა, ინიესტას თქმით, ძალიან კარგია, რომ გუნდის მოთამაშეთა დიდი ნაწილი ახალგაზრდული ასაკიდანვე ერთად თამაშობს.

"ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდში ვთამაშობ. ეს ჩემთვის ერთგვარი პრივილეგიაა.

საფრანგეთის ნაკრებთან მატჩი უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლაში მთავარი მეტოქე დაგვიპირისპირდება", - განაცხადა ინიესტამ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეა. ”ფურია როხამ” საქართველოს
ეროვნული ნაკრები თბილისში მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული